სიგმა ლაბ

სიგმა ლაბ-ი არის მასალების ტესტირების ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ლაბორატორია იყენებს უახლეს ტექნოლოგიას და ემსახურება სამშენებლო სექტორს თანამედროვე სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით. სიგმა ლაბ-ის დამფუძნებლები ათწლეულებია წარმატებულნი არიან საერთაშორისო ბიზნესში, ძირითადად მშენებლობის სფეროში და ასევე არიან თანამედროვე პროფესიონალურ ბიზნესზე ორიენტირებული თანამოაზრენი. ლაბორატორიის პერსონალი არის კვალიფიციური და ორიენტირებულია მაღალი სიზუსტის ტესტის შედეგების დროულ მიწოდებაზე, რათა უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება და მომხმარებლის დაკმაყოფილება.

აკრედიტაცია და სერტიფიცირება

საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი

სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში - აკრედიტაციის ცენტრი) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაციას.