მექნიკური ტესტი

 

ტესტი გაჭიმვაზე

სამშენებლო არმატურის სიმტკიცე გაჭიმვისას და ბეტონთან მისი  ჩაჭიდების სიძლიერე მისი მნიშვნელოვანი მახასიათებლებებია. არმატურის ტესტირება გაჭიმვაზე საჭიროა მწარმოებლის ან მიმწოდებლის მასალის ხარისხის გასაკონტროლებლად. არმატურის ჭიმვადობის თვისების ხარისხის კონტროლი საჭიროა მასალის სერთიფიცირებული მახასიათებლების დასადასტურებლად.

სამშენებლო არმატურის ჭიმვაზე  ტესტირება არის მექანიკური ტესტირების ერთ -ერთი ყველაზე ფუნდამენტური და გავრცელებული ტიპი. არმატურის ჭიმვაზე გამოცდისას მასზე მოქმედებს გამჭიმავი ძალა და იზომება ნიმუშის რეაქცია დაძაბულობაზე. ამრიგად, ჭიმვაზე ტესტი განსაზღვრავს რამდენად მყარია მასალა და რამდენად შეუძლია მას დაგრძელება. ჭიმვაზე ტესტი ჩვეულებრივ ტარდება ელექტრომექანიკურ ან უნივერსალურ სატესტო მანქანებზე, მათი შესრულება ადვილია და სრულიად სტანდარტიზებული.

 

ტესტი ღუნვაზე: ღუნვა / განღუნვა

სამწერტილოვანი ღუნვის ტესტი, ისევე როგორც განღუნვის ტესტი გამოიყენება ლითონის არმატურის ღუნვის შესაძლებლობების განსასაზღვრად.

ღუნვაზე გამოცდის დროს ლითონის არმატურა იხრება 90 ° კუთხით. ზედა დამწოლი მანდრელის დიამეტრი ასევე საყრდენების დიამეტრი და საყრდენებს შორის მანძილი, ჩვეულებრივ მითითებულია მასალის სტანდარტში და შერჩეულ უნდა იქნას სამშენებლო არმატურის ნომინალური დიამეტრის მიხედვით.

ამის შემდეგ ტარდება ტესტი განღუნვაზე, რომლის დროსაც ნიმუში განიღუნება საწინააღმდეგო მიმართულებით 20 ° - ით. ტესტი წარმატებულად ჩაითვლება, თუ ნიმუშს არ აღენიშნება ბზარები ან დაზიანებები. შეფასდება ვიზუალურად დათვალიერების შედეგად.

ღუნვის ტესტი ტარდება ლაბორატორიის ოთახის ტემპერატურის პირობებში.

აკრედიტაცია და სერტიფიცირება