აკრედიტაციის საერთაშორისო დღე

2008 წლიდან ყოველწლიურად, 9 ივნისს, აღინიშნება აკრედიტაციის საერთაშორისო დღე, იმ მიზნით რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება აკრედიტაციის მნიშვნელობის შესახებ. იმისათვის, რომ მკაფიო იყოს აკრედიტაციის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურობაში, ყოველ წელს აკრედიტაციის დღე ეძღვნება სხვადასხვა თემას.

2021 წლის აკრედიტაციის საერთაშორისო დღის თემას წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების ხელშეწყობა, და იმის ხაზგასმა თუ რა როლი უჭირავს აკრედიტაციას ამ მიზნების განხორციელებაში. აკრედიტაცია, ხარისხის ინფრასტრუქტურის სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ქმნის ტექნიკურ საფუძვლებს, რომლებიც კრიტიკულია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების ფუნქციონირებისთვის. ის ხელს უწყობს ინდუსტრიულ განვითარებას, სავაჭრო კონკურენციას გლობალურ ბაზრებზე, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების ეფექტურ გამოყენებას, სურსათის უვნებლობას, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.

საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) და ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობის (ILAC) ინიციატივით 2021 წლის აკრედიტაციის დღესთან დაკავშირებით მომზადდა სამი ვიდეორგოლი, სამ მნიშვნელოვან თემაზე: ადამიანები, პლანეტა და კეთილდღეობა. აღნიშნული ვიდეოები, ქართული სუბტიტრებით, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

https://www.youtube.com/watch?v=qqViC-qA6Ww

https://www.youtube.com/watch?v=J9N7Hn5tUV4

https://www.youtube.com/watch?v=7lPF2pSV1Vk

აკრედიტაცია და სერტიფიცირება